|
2019-02-06 15:21:57, 1181 ნახვა
კომენტარი
ბესელია - აქცენტები, რომ ვინც მოსამართლეთა ათკაციან სიას ეწინააღმდეგებოდა, მტრად მივიჩნიოთ, არასწორია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მმართველ გუნდში ფასეულობით და სახელმწიფოებრივ საკითხებზე იმსჯელეს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, შეხვედრაზე ასევე პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე იყო მსჯელობა, რომელსაც არ მიესალმება და ამის შესახებ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა. “დღეს ვისაუბრეთ ფასეულობით საკითხებსა და სახელმწიფოებრივ საკითხებზე. ეს ეხება იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელმაც უნდა შეგვაძლებინოს რომ ან ერთად ვიაროთ რთული პოლიტიკური პროცესის შემდეგ, ან ეს ვერ მოვახერხოთ. როდესაც ვსაუბრობთ ღირებულებით საკითხებს და ვაფასებთ იმ მოვლენებს, რაც წარსულში იყო სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დროს, უნდა ვიყუროთ მომავალში და იმ ფასეულობებს უნდა ვიცადეთ, რა ფასეულობებითაც 1-ელი ოქტომბერი მოვიდა, როგორც გამარჯვების სიმბოლო. დღეს ვისაუბრეთ ამ საკითხებზე, რაც ამავე დროს ეხებოდა გუშინდელ განცხადება, რომელიც პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა. ჩვენ – მე, ლევანს, გედის და რამდენიმე სხვა ადამიანს გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ვთქვით, რატომ არ ვეთანხმებოდით ამ განცხადების სულისკვეთებას. არ შეიძლება საპარლამენტო შტო ასეთ ღია გზავნილს აკეთებდეს მეორე შტოს – სასამართლოს მიმართ. ის უნდა იყოს დამოუკიდებელი და ვაჩვენოთ, რომ არ ვერევით ერთმანეთის საქმიანობაში და ინსტიტუციურად ერთმანეთს ვაბალნასებთ და არა ერთი მეორის შვილია. არ იყო მისაღები ის განცხადებები და ერთ ქვებში მოხარშვა თითქოს ყველა ნაცმოძრაოის ნარატივს აგრძელებს, ყველა ვინც ეწინააღმდეგებოდა, 10-კაციან სისტემას ყველა მტრად მივიჩნიოთ. არასწორია ეს აქცენტები”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)