|
2015-06-17 10:11:19, 395 ნახვა
საზოგადოება
ევროკომისია საქართველოს 3 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს
თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის, ევროკომისია 3 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ევროკომისია ასევე გამოყოფს დამატებით €400 000 ჰუმანიტარული დახმარების დასაფინანსებლად ყველაზე დაზარალებული ოჯახებისთვის. ეს ფონდი განკუთვნილია წითელი ჯვარის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული ტვირთით და საყოფაცხოვრებო ნივთებით მომარაგებისთვის. ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის განცხადებით, ევროკავშირი გვერდში უდგას ქართველ ხალხს და მზად არის დაეხმაროს თბილისის დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი სახლების აშენებასა და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად. „ეს კონტრიბუცია ჩვენი სოლიდარობის ნიშანია მათთვის ვინც დაზარალდა ამ კატასტროფით“, -აცხადებს ჰანი. ჰუმანიტარულ საკითებში ევროკომისარი ქრისტოს სტილიანიდასის განცხადებით, წყალდიდობამ თბილისის მრავალი ოჯახი დააზარალა. ეს ჰუმანიტარული დახმარება მათ პირველადი საჭიროებისთვის არის განკუთვნილი და მათ ამ განგაშის პერიოდის გადალახვაში დაეხმარება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)