|
2019-01-27 13:56:22, 2365 ნახვა
ეკონომიკა
გაგუა: უკვე გვაქვს მოლაპარაკებები აქტივების მმართველ დიდ კომპანიებთან, რომლებიც დაინტრესებულები არიან ჩვენ ბაზარზე შემოსვლით
"ჩვენ უკვე გვაქვს მოლაპარაკებები აქტივების მმართველ დიდ კომპანიებთან, რომლებიც დაინტრესებულები არიან საქართველოს ბაზარზე შემოსვლით",- აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ საპენსიო რეფორმაზე საუბრისას. მისი თქმით, საქართველომ შეარჩია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საპენსიო მოდელი. „საპენსიო აქტივების მართვა მოხდება აქტივების მართვაში საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტების მიერ და საპენსიო სააგენტოს ჩართულობა ინვესტირების პროცესში იქნება ნულოვანი. საფინანსო ბაზრის განვითარებასთან ერთად, გვაქვს მოლოდინი, რომ ინვესტირების პროცესში ჩაერთვებიან აქტივების მმართველი მსხვილი კომპანიები, რაც სრულად დააზღვევს ინვესტირებასთან დაკავშირებულ რისკებს და უზრუნველყოფს სისტემაში მონაწილე პირთა საპენსიო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებზე მაქსიმალური სარგებლის დარიცხვას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. როგორც მან აღნიშნა,ბმნიშვნელოვანია, რომ კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას, ინვესტიციებს და დასაქმებას ქვეყანაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)