|
2019-01-24 17:31:57, 2158 ნახვა
ეკონომიკა
VPS Healthcare-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს
საერთაშორისო სტანდარტების ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი VPS Healthcare-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას შეისწავლის - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და კომპანიის ხელმძღვანელის შამშირ ვაიალილის შეხვედრისას გახდა ცნობილი, ამ მიზნით, ერთ თვეში საქართველოს სპეციალური ჯგუფი ეწვევა. პრემიერმა VPS Healthcare-ის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს, მთავრობის საგადასახადო ინიციატივებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ. შეხვედრისას იმსჯელეს თანამშრომლობის პოტენციურ სფეეეროებზე და იმედი გამოთქვეს, რომ კონკრეტული მიმართულებების გგამოკვეთას ხელს შეუწყობს კომპანიის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში. "შევთანხმდით, რომ ძალიან მალე ჩვენი დელეგაცია ეწვევა საქართველოს ადგილზე შესაძლებლობების შესასწავლად. ტურიზმის მხრივ, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი. ასევე აღსანიშნავია ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემო. ასე რომ, ჩვენ უფრო ღრმად შევისწავლით ამ შესაძლებლობებს. ჩვენი დელეგაცია ერთი თვის განმავლობაში გაემგზავრება საქართველოში",- განაცხადა შეხვედრის შემდეგ VPS Healthcare-ის ხელმძღვანელმა. VPS Healthcare არის ინტეგრირებული, საერთაშორისო სტანდარტების ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი, ათასობით დასაქმებული ადამიანით. მისი პორტფოლიო ასევე მოიცავს ფარმაცევტულ წარმოებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)