|
2019-01-24 17:20:10, 1991 ნახვა
ეკონომიკა
ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის ელექტროსადგურების განვითარებით დაინტერესდა
განახლებადი ენერგიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარებით დაინტერესდა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან დავოსში გამართულ შეხვედრაზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რაფაელ მატეო ასკალამ აღნიშნა, ACCIONA-ს დელეგაცია არსებული შესაძლებლობების გასაცნობად საქართველოს მომავალ თვეს ეწვევა. პრემიერი ინვესტორს ასევე ესაუბრა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და მდიდარ ჰიდრორესურსებზე, საქართველოში არსებულ დაბალ გადასახადეებზე, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე, ასევე - თანაინვესტირების ფონდზე, რომელიც ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ფონდია. საუბრისას აღინიშნა, რომ მსოფლიოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება და მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით აუთვისებელი რესურსების რაციონალურად გამოყენება, ასევე განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალური განვითარება. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და თანაინვესტირეის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი დაესწრნენ. ACCIONA ინფრასტრუქტურული პროექტების, განახლებადი ენერგიისა და წყლის მენეჯმენტის სფეროში მსოფლიოს ლიდერი კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს 30 ქვეყანაში 32 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)