16:46 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-17 13:07:13, 721 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად თავიანთ ოჯახის ექიმებს მიმართონ.

სამინისტროს ცნობით, ვაქცინაცია 15 წლამდე ასაკი ბავშვებში ტარდება აცრის სტატუსის გათვალისწინებით, ხოლო 15 წლის ზემოთ სტატუსის მიუხედავად, ვაქცინაცია ნებისმიერი ასაკის პირისათვის უფასოა.

წითელას საწინააღმდეგო აცრას ექვემდებარებიან რისკ-ჯგუფის წარმოამდგენლები- სამედიცინო პერსონალი, დაავადებულთან კონტაქტში მყოფი და იმუნიტეტის არმქონე პირები.

„საქართველოში ფიქსირდება წითელას მიმართ ეპიდდაძაბული სიტუაცია, ქვეყნის მასშტაბით ზედამხედველობა დამყარებული იყო წითელას 2278 საეჭვო შემთხვევაზე, მ.შ. აჭარის რეგიონში 322 შემთხვევაზე.

განსაკუთრებით დაავადებიანობის მაღალი მავენებლები აჭარაში დარეგისტრირდა 2018 წლის იანვარ-მაისის პერიოდში, მიმდინარე თვეში კი აღირიცხა დაავადების 2 საეჭვო შემთხვევა.

წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, გადაეცემა ჰაეროვანი გზით ან ინფიცირებული ადამიანის ცხვირ-ხახის სეკრეტთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით და გამოირჩევა მაღალი კონტაგიოზურობით (გადამდებლობით). კლინიკურად წითელა ხასიათდება ცხელებით, მაკულოპაპულოზური (არავეზიკულური) გამონაყრით და სიმპტომებით ზედა სასუნთქი გზების მხრივ (ხველება, რინიტი ან კონიუნქტივიტი) და სერიოზულ გართულებებს იწვევს. ვირუსთან კონტაქტის შემდეგ ავადდება იმუნიტეტის არმქონე ინდივიდების 90%-ზე მეტი“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics