|
2015-06-16 17:25:27, 380 ნახვა
საზოგადოება
კრიზისების მართვის საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, პანიკას არ აყვნენ
კრიზისების მართვის საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, ევაკუაციის გამოცხადების გამო პანიკას არ აყვნენ, რადგან ამ ეტაპზე ამის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, კრიზისების მართვის საბჭოს ხელძმღვანელის მოადგილემ მოქალაქეებს თხოვნით გმირთა მოედნისა და ვაკე–საბურთალოს მიმართულებით ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. „მას შემდეგ რაც გარემოს დაცვის სამიისტროდან შემოვიდა ინფორმაცია, მდინარე ვერეს წყალშემკრებ აუზში ამინდის მოსალოდნელი აუარესების შესახებ, მოხდა აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება, სპეციალური სისტემის მეშვეობით, რის შემდეგაც იქნა გადაწყვეტილება მიღებული, პოტენციურად სახიფათო ზონებში გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოების შეჩერების შესახებ, დროებით იქიდან ფიზიკური ძალის და ტექნიკის გამოყვანის შესახებ. ამინდის გამოსწორების შემდეგ სამუშაოები გაგრძელდება. ეს არის პრევენციული ღონისძიება, რათა დაზღვეული ვიყოთ ნებისმიერი გართულებისგან. აღნიშნულ მომენტში სიტუაცია ბოლომდე დასტაბილურებული არ არის და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ნებისმიერი რისკი მინიმუმადე დავიყვანოთ. გვინდა მოვუწოდოთ მოსახლეობას ნუ აყვებიან პანიკას, რისი საფუძველიც აღნიშნულ მომენტში არ არის. სიტუაცია მონიტორინგს და კონტროლს ექვემდებარება. ავტომობილების მფლობელებს გვინდა ვთხოვოთ, რომ გმირთა მოედნის და თამარაშვილის, ე.წ ვაკე–საბურთალოს მიმართულებით მოძრაობისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ “, – კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)