|
2019-01-14 13:36:33, 1766 ნახვა
კომენტარი
ბესელია ივანიშვილზე: საჯაროდ არ დავუპირისპირდები იმ ადამიანს, რომელსაც ვიცავდი
„მე არ მიმაჩნია, რომ გუნდურობის პრინციპი დაირღვა, როდესაც გედი ფოფხაძის კანდიდატურა დავასახელე პირველ მოადგილედ, ეს იყო ბევრად უფრო ადრე შეთანხმებული, პარტიის ხელმძღვანელთანაც, მქონდა საუბარი პარლამენტის თავმჯდომარესთანაც“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, ეკა ბესელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბესელია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეკა ბესელიამ გუნდურობის წესი დაარღვია. როგორც მან აღნიშნა, დახურული თემების საჯაროდ გამოტანა არ არის სწორი ფორმა. „მე არასოდეს არ ვიხევ უკან, არ მჩვევია შუა გზაზე გაჩერება. არ მახსენდება არცერთი შემთხვევა, ჩემი საჯარო აქტიურობის, 17 წლის ასაკიდან დაწყებული, მე როდესმე, ყველაზე უფრო კრიტიკულ სიტუაციაში უკან დამეხია. არც ახლა არ ვაპირებ უკან დახევას. მე ვთქვი, ის, რაც მიმაჩნდა ყველაზე მნიშვნელოვნად, რაც იყო ყველაზე მთავარი, თუ დარჩა ადგილი უფრო არამთავარი კითხვებისთვის, ამ კითხვაზე გიპასუხებთ. შემიძლია გიპასუხოთ პირდაპირ, ღიად, ჩემი პროფესიული ეთიკა, ადვოკატის პროფესიული ეთიკაც არასოდეს არ მაძლევდა იმის უფლებას ღიად და საჯაროდ დავპირისპირებოდი იმ ადამიანებს, ვისაც მე ვიცავდი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს. ვიცავდი მას, როგორც ადვოკატი. მე არ მიმაჩნია, რომ ღია და საჯარო დებატები თუ ღია კონფლიქტები და დახურული საუბრების საჯაროდ გამოტანა არის ფორმა და ის მაღალი პოლიტიკური კულტურა, ან ის ეთიკა, რომელიც რომელიმე პოლიტიკოსს ან რომელიმე პოლიტიკურ პროცესს რაიმეს შემატებს. მაგრამ არასოდეს არ მოვრიდებივარ განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებას შიგნით, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან, როდესაც ეს პოზიცია მქონდა“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)