|
2019-01-14 13:12:22, 1775 ნახვა
კომენტარი
ბესელია: ჩემთვის გუნდში დარჩენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული მოსამართლეთა სიაზე
„ჩემთვის უმრავლესობაში დარჩენის გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს უმრავლესობა მოსამართლეთა წარმოდგენილ სიასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თანამოაზრეებთან ერთად ბრძოლას გააგრძელებს, რომ ქვეყანას გამართული მართლმსაჯულება ჰქონდეს. „მეც და დარწმუნებული ვარ, ჩემი თანამოაზრეებიც, ვაგრძელებთ ბრძოლას, რომელიც დავიწყეთ და ეს არის ჩემთვის მთავარი. მე მთელი სიცოცხლე ვიბრძოდი. მუდმივად ისმის კითხვები, წავალ თუ დავრჩები, ისმის მდაბიო შეფასებები, ვინ ვის გარიცხავს, ეს ყველაფერი არის მეასეხარისხოვანი. ეს უმნიშვნელოა იმასთან შედარებით რაზეც ვსაუბრობთ, პირადად ჩემთვის უმრავლესობაში დარჩენის გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს უმრავლესობა ამ სიასთან დაკავშირებით. მე არ ვიქნები იმ უმრავლესობის წევრი, რომელიც ხმას მისცემს იმ მოსამართლეებს, რომლებიც არიან დაკავშირებული სააკაშვილის ძალადობრივ სისტემასთან. მე გავაგრძელებ ბრძოლას თანამოაზრეებთან ერთად იმისთვის, რომ როცა არ ვიქნებით ხელისუფლებაში, ქვეყანას გამართული მართლმსაჯულება დავუტოვოთ“, - განაცხადა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)