|
2019-01-07 17:44:49, 1560 ნახვა
კომენტარი
ბესელია: ძალადობრივ რეჟიმთან ასოცირებული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა არ შეიძლება
ძალადობრივ რეჟიმთან ასოცირებული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა არ შეიძლება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ TV პირველის ეთერში განაცხადა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, სასამართლოსთან დაკავშირებული პროცესები საკმაოდ რთული იყო.
"სასამართლოსთან დაკავშირებული პროცესები იყო საკმაოდ რთული შიგნით და პირველი წინააღმდეგობრივი პოზიცია გაჩნდა 2017 წელს, როდესაც დადგა საკითხი, რეფორმის პარალელურად მოსამართლეების უვადო დანიშვნის და რა თქმა უნდა, პარლამენტს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოში, როცა მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან ჩარევის უფლება არ აქვს, კონკრეტული კანდიდატები როცა ინიშნება და ეს ითვლება ხელისუფლების შტოებს შორის იმ კონსტიტუციური ჩარჩოს დარღვევად, რომელიც გვიკრძალავს ჩვენ, რომ მეორე ხელისუფლების საქმიანობაში ჩავერიოთ. მაგრამ მაშინ ვთქვი, რომ არ შეიძლებოდა ასე სწრაფად უვადოდ მოსამართლების დანიშვნა იმიტომ რომ ვენეციის კომისიამ კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, მხარი დაუჭირა ჩვენს პოზიციას, რომ 2024 წლამდე, ვიდრე სისტემა არ გაჯანსაღდებოდა, იქამდე უვადოდ დანიშვნებისგან შეეკავებინა თავი სახელმწიფოს და გამოეყენებინა სააპრობაციო, ანუ დროებითი გამოსაცდელი ვადა. ეს იმიტომ ჩაიწერა, რომ არ შეიძლება ის სისტემა, რომელიც იმ ძალადობრივ რეჟიმთან ასოცირდებოდა. არა ყველა, მაგრამ დიდი ნაწილი. ამ სისტემის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)