|
2019-01-07 15:56:15, 1625 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - სიტყვით ძალადობა სერიოზული პრობლემაა, რომელსაც შესაბამისი ზომების მიღება სჭირდება
„სიტყვით ძალადობა არის სერიოზული პრობლემა, რომელსაც დაფიქრება და შესაბამისი ზომების მიღება სჭირდება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობასთან განუცხადა, სადაც საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს ტკბილეული გადასცა. კობახიძემ პატრიარქის ეპისტოლეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასში მნიშვნელოვანი გზავნილებია. „მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი ორი გზავნილი პატრიარქის ეპისტოლეში, ერთი ეხებოდა, როგორც მოგეხსენებათ სიტყვით ძალადობას, რაც არის სერიოზული პრობლემა, შეურაცხყოფა, ცილისწამება, ბილწსიტყვაობა, რაც უკვე ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელსაც სჭირდება დაფიქრება და შესაბამისი ზომების მიღება და ასევე საუბარი იყო განათლებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, ასევე პატრიოტულ აღზრდაზე, რაზეც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)