|
2015-06-16 12:46:57, 362 ნახვა
საზოგადოება
მინდია ჯანელიძე: ჩეჩელაშვილის ქუჩის მცხოვრებლების ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს
„გეოლოგებმა შეისწავლეს ვითარება და დადგინდა, რომ ჩეჩელაშვილის ქუჩის 74#-ში მცხოვრებლების ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს“,-ამის შესახებ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მინდია ჯანელიძემ აღნიშნა, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე პრევენციული ღონისძიებებია ჩასატარებელი. „წუხელ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის 74#-ში ჩამოწყვა მცირე მოცულობის მეწყერი. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მოხდა რეაგირება. ადგილზე გავიდა ყველა შესაბამისი სამსახურები. გეოლოგებმა შეისწავლეს ვითარება და შემდეგ დადგინდა, რომ მაცხოვრებლების ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა ჩასატარებელია პრევენციული ღონისძიებები. გეოლოგების დასკვნა გადაეცემა თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს, რომელიც შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს განახორციელებს აღნიშნულ ქუცაზე“,-განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)