|
2018-12-31 15:47:06, 1912 ნახვა
კომენტარი
„ეს გუნდის დაზიანებისკენ გადადგმული შეგნებული ნაბიჯია“ - კობახიძე თანამდებობის შესაძლო დატოვებას ეხმაურება
„ესეც კავშირშია გუნდის წინააღმდეგ წასვლასთან. ჩვენ ვიცით რა კავშირებით ვრცელდება ასეთი ინფორმაციები",- ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნოს. მისი თქმით, ანალოგიური ინფორმაცია გავრცელდა ერთი წლის წინაც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს გუნდის დაზიანებისკენ შეგნებულად გადადგმული ნაბიჯია. „ზუსტად, ანალოგიური ინფორმაციები ვრცელდებოდა ხოლმე ზუსტად ერთი წლის წინაც. ანუ, გარკვეული კავშირების საფუძველზე ვრცელდება შეგნებულად ეს ინფორმაციები. ესეც არის, რა თქმა უნდა, გუნდის დაზიანებისკენ გადადგმული შეგნებული ნაბიჯი. ეს საკითხებიც უნდა გაირჩეს გუნდის შიგნით. ვინც არღვევს წესებს, ბუნებრივია, მას უნდა გაეცეს პასუხი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)