|
2018-12-27 17:46:54, 1594 ნახვა
კომენტარი
ბესელია: შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, რომ რაღაცების მოყოლას დავიწყებ
"უკვე შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, რომ მეორე ეტაპს ალბათ ნაადრევად დავიწყებ და რაღაცების მოყოლას დავიწყებ", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა. შესაბამისი განცხადება დეპუტატმა მას შეემდეგ გააკეთა, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძესთან კამათი მოუვიდა. სოფო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია თუ რატომ აკავშირებს ეკა ბესელია თანამდებობის დატოვებას მოსამართლეების საკითხთან. კილაძემ განმარტა, რომ ბესელიას თანამდებობის წასვლის შესახებ ჟურნალისტები ჯერ კიდევ 3 თვის წინ ინტერესდებოდნენ. ბესელიას თქმით, ყველაფერი სწორედ ამ სცენარით იგეგმებოდა. "უკვე შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, რომ მეორე ეტაპს ალბათ ნაადრევად დავიწყებ და რაღაცების მოყოლას დავიწყებ. რაც ადრე ცხადდებოდა და რაც ადრე გაჟღერდა, ხომ არ არის ეს დაკავშირებული ამ პროცესთან. როგორც სჩანს, ეს ცოტა ადრე იგეგმებოდა. რატომ იგეგმებოდა ეს ადრე, იქამდეც მივალთ და ვიღაც არ აღმოჩნდეს ამაზე უხერხულ მდგომარეობაში. ამაზე საუბარს აღარ გავაგრძელებ და ყველას ვურჩევ, ვინც დაკავებულია იმ პოზიციით, რომ ვერ გაუგია სად არის და რატომ არის, ვურჩევ ცოტა გაიაზროს პასუხისმგებლობა და ისე ილაპარაკოს. რადგან იმ ზონაში შევა, სადაც თვითონ დაიკარგება და ვეღარ გამოაგნებს გზას", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)