|
2018-12-27 17:35:22, 1662 ნახვა
კომენტარი
კილაძე: ბესელიას გადადგომაზე ჟურნალისტები ჯერ კიდევ 2 თვის წინ მეკითხებოდნენ - ნათლად ჩანს, რა დგას ამის უკან
ეკა ბესელიას თანამდებობიდან წასვლის თემაზე ჟურნალისტები 2-3 თვის წინ მეკითხებოდნენ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა. როგორც კილაძემ აღნიშნა, გაიგებარია, თუ რატომ ხდება ბესელიას თანამდებობის დატოვების დაკავშირება მოსამართლეების თემასთან. „მგონია, რომ ხდება ხალხის შეცდომაში შეყვანა. მოსამართლეების თემას რაც შეეხება, ჩვენ არ გვიმსჯელია გუნდში, არავითარი გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ჩვენ ეს საკითხები არ განგვიხილია. რატომ ხდება იმის ისე წარმოჩენა, რომ თითქოს ჩვენ რაღაც გადაწყვეტილება მივიღეთ და ამ გადაწყვეტილებას თითქოს ვაპარებთ საზოგადოებას? ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ყოველშემთხვევაში მე არ დავსწრებივარ უმრავლესობის იმ სხდომას, სადაც ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ეკა ბესელიას თანამდებობის დატოვების თემაზე ჯერ კიდევ მისვამდნენ კითხვებს 3 თვის წინ და შეგიძლიათ დასერჩოთ გუგლში. რატომ ხდება ამ თემის დაკავშირება მოსამართლეების თემასთან ჩემთვის გაუგებარია. გაუგებარი კი არა, გასაგები თემაა, რადგან ძალიან ნათელია ამ კონკრეტული თემების უკან რაც დგას“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)