02:47 - 29 May, 2026
|
2018-12-26 19:11:56, 2859 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალურ დირექტორად გიორგი ჩოგოვაძე დაინიშნა
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" სამეთვალყურეო საბჭომ გიორგი ჩოგოვაძე გენერალურ დირექტორად დაამტკიცა. გიორგი ჩოგოვაძეს 2014 წლის ნოემბრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა, სადაც ის ტურისტული ბიზნესიდან მოვიდა. გარდა ამისა, გიორგი ჩოგოვაძეს აქვს სამოქალაქო ავიაციის სექტორში საქმიანობის გამოცდილება: 1998 – 2004 წლებში მას საპასუხისმგებლო პოზიციები ეკავა საქართველოს ავიაბაზარზე მომუშავე ავიაკომპანიებში. რაც შეეხება სსიპ „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის" ხელმძღვანელს, მისი შერჩევა მოხდება კონკურსის შედეგად, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოაცხადებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)