14:10 - 28 May, 2026
|
2018-12-26 11:19:22, 4096 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მექსიკის საზღვარზე დაკავებული 8 წლის გვატემალელი მიგრანტი გარდაიცვალა
აშშ-მექსიკის საზღვარზე დაკავებული 8 წლის გვატემალელი მიგრანტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ CNN იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ბავშვი ამერიკულმა მხარემ დააკავა და ის საზღვრის დაცვის საპყრობილეში იყო მოთავსებული. მოგვიანებით ბავშვი შეუძლოდ გახდა, მას მაღალი სიცხე ჰქონდა, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი ჯერ უცნობია. მედიის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გვატემალას მთავრობა ინფორმირებულია და გარდაცვლილი ბიჭის ოჯახთან კომუნიკაცია უკვე შედგა. აღსანიშნავია, რომ ეს აშშ-მექსიკის საზღვარზე ბავშვი-მიგრანტის გარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევაა. მანამდე საზღვარზე 7 წლის გოგო დააკავეს, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)