|
2018-12-25 19:35:39, 1456 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ხაბეიშვილი რეპრესიებზე რომ დასვამს შეკითხვას, ეს ნათელი მაგალითია, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დაჭრის ფაქტი, რომელიც რაჭაში მოხდა, არის პირადი დაპირისპირება და საქმეს პოლიტიკური ელფერი არ უნდა მიეცეს. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი რეპრესიების განხორციელებაში დაადანაშაულა. „ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. ჯერ როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, გვაჩვენებდნენ, როგორი არ უნდა ყოფილიყო ხელისუფალი და როგორ არ უნდა მართო ქვეყანა. ეს არის ადამიანის უბედურება, პირადი დაპირისპირება და აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს იყო ორ ადამიანს შორის დაპირისპირება და მოხდა სამწუხარო ფაქტი - ერთი არის დაჭრილი და მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამ საქმეზე პოლიტიკური სარჩულის მიკერებას ცდილობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)