|
2018-12-25 17:55:49, 1729 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბებს
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ამის შესახებ მან დედაქალაქის საკრებულოში ისაუბრა, სადაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ბიუჯეტის 38 პროცენტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება. „დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ეს არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა უფრო მეტი საინტერესო პროექტი განვახორციელოთ თბილისისთვის. ამ ბიუჯეტის 38% ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაიხარჯება, რადგან ბევრი რაიონი, ქუჩა და უბანია დარჩენილი, რომელსაც მოწესრიგება სჭირდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, 2019 წლის ბიუჯეტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულება 20 მილიონი ლარით გაიზრდება. „დაახლოებით 35%-ზე ცოტა მეტი დაიხარჯება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მიმართულებით. სამწუხაროდ, თბილისში ჯერ კიდევ რჩება ბევრი ოჯახი, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს და მათ დედაქალაქის მთავრობის, ასევე, საკრებულოს თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება. შესაბამისად, ბიუჯეტი ამ მიმართულებით 20 მილიონი ლარით იზრდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)