|
2018-12-25 15:43:40, 1669 ნახვა
კომენტარი
ქობულია: ლარი შეიძლება მხოლოდ იმისგან გაიაფდეს, თუ იქნება ფსიქოლოგიური დაწოლა და პანიკური ხასიათის მოვლენები
„ლარი შეიძლება ამ სიტუაციაში მხოლოდ იმისგან გაიაფდეს თუ იქნება დიდი ფსიქოლოგიური დაწოლა და პანიკური ხასიათის მოვლენები“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულია დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. მინისტრის განცხადებით, მისთვის გაუგებარია როგორ უნდა გაიაფდეს ლარი, როდესაც დოლარის მოცულობა ქართულ ეკონომიკაში დიდია. „ძირითადი გზავნილი აქ შემდეგია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ლარის კურსს აქვს სტაბილურობა და ის შეიძლება იყოს გამყარებული კიდევაც, მაგრამ როგორც მინიმუმ, იქნება სტაბილური, საიდან მოგვაქვს ჩვენ ეს აზრები, ეს არ არის ჩვენი განცდა. ეს არის მათემატიკაზე დამყარებული დასკვნები. ლარის კურსი რომ დაეცეს, დოლარი უნდა იყოს ნაკლები ეკონომიკაში, დოლარი უნდა გავიდეს სადღაც ან იმპორტში უნდა გავიდეს. მოგიყვანეთ დაანგარიშება 2017-2018 წლებს შორის, ლარი ნაკლები კი არა, 65 მილიონი დოლარით მეტი დოლარი იყო ეკონომიკაში. რისგან უნდა გაიაფდეს ლარი. ლარი შეიძლება ამ სიტუაციაში მხოლოდ იმისგან გაიაფდეს თუ იქნება დიდი ფსიქოლოგიური დაწოლა და პანიკური ხასიათის მოვლენები, თორემ ფუნდამენტალურად მეტია დოლარი და როგორ შეიძლება ლარი დავარდეს. ამას ფიზიკის და ეკონომიკის კანონები ეწინააღმდეგება", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)