|
2018-12-25 13:37:49, 2180 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულიამ პარლამენტში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტულ სექტორებზე ისაუბრა
ენერგეტიკა, ლოგისტიკა, მომსახურების სექტორი, სოფლის მეურნეობა/კვების მრეწველობა, წარმოების სექტორი, ბუნებრივი რესურსების მართვა, ინოვაციები და ტექნოლოგიები, - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სწორედ ესენია საქართველოს ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტული სექტორები. გიორგი ქობულიამ ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. მან დეპუტატებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგები, სამომავლო გეგმები და ეკონომიკური განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო. უფრო კონკრეტულად, გიორგი ქობულიას აზრით, ენერგეტიკის სექტორში პრიორიტეტული მიმართულებაა გენერაციის ობიექტების აშენება და ენერგორესურსების იმპორტის შემცირება, ასევე ენერგეტიკული ბაზრის რეფორმაა. ლოგისტიკის მიმართულებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მთავარ ამოცანად სატრანზიტო პოტენციალის ათვისებას და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებას ასახელებს. ამასთან, გიორგი ქობულია ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტულ სექტორებზე საუბრისას აქცენტს აკეთებს ტურიზმის და საექსპორტო სექტორების შემდგომ განვითარებაზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)