|
2018-12-21 19:56:35, 1423 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე გახარიას: ბევრი იწვალეთ, მაგრამ ვერცერთ კითხვას, რომელიც შერჩევით სამართალს ეხებოდა, პასუხი ვერ გაეცით
"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი გკაპანაძის შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციის მიერ დასმულ კიტხვებს ვერ უპასუხა. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, პოლიცია პოლიტიზირებულია და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კონკრეტულ საქმეებთან მიმართებაში შერჩევითი მიდგომა იკვეთება. „ბატონო გიორგი, თქვენ ბევრი იწვალეთ, მაგრამ ვერცერთ კითხვას, რომელიც შერჩევით სამართალს ეხებოდა, პასუხი ვერ გაეცით, უფრო მეტიც, გააღრმავეთ ის განცდა, რომ შერჩევითი სამართალი ამ ქვეყანაში არის სერიოზული პრობლემა. ერთი მხრივ, კბილებით იცავთ იმ მიდგომას, რომ კირკიტაძე იყო დასაჭერი, იმიტომ, რომ მან ჩაიდინა ძალადობა პოლიციელის მიმართ, დავუშვათ ეს ასეა, მაგრამ ასეთივე ძალადობა სამართალდამცავების მიერ ჩადენილი იყო კორცხელში, თქვენ იცით, ყველას ნანახი აქვს, მაგრამ გეყოთ პოლიტიკური გამბედაობა, უტიფრობა, რომ გამშველებელი იყო პოლიციელი და იმიტომ განსხვავდებოდა. ასეთი ძალადობა თანამდებობის პირის მიმართ იყო ფარცხალაძის შემთხვევაში თორდიასთან მიმართებაში. თქვენ თქვით, რომ ის იყო კერძო საქმე. სცადეთ, რომ გამომძვრალიყავით იმისთვის, რომ შერჩევითი სამართალი დაგეცვათ და გაგემართლებინათ. უბრალო ძალადობა აგერ იყო ახალქალაქში", - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)