|
2018-12-21 16:16:01, 1499 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია გახარიას - ფარცხალაძე მოგონილი გირაოთი გაასეირნეთ და კირკიტაძესთან იჩენთ პრინციპულობას
"ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია დაინტერესდე თუ რატომ მოხდა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკითაძის დაკავება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით, მაშინ როდესაც ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ყოფილ გენერალურ აუდიტორზე, ლაშა თორდიაზე თავდასხმისთვის არ დაუკავებიათ და მას მხოლოდ გირაო შეეფარდა. ამ კონტექსტში ხოშტარიამ განმარტა, რომ სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლი გულისმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. მისივე თქმით, ქვეყანაში შერჩევითი სამართალი მოქმედებს და ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით აკავებენ. "არ შემიძლია არ გამოვეხმაურო თქვენს ერთგვარ ცინიკურ მითითებას, რაღაც პოლიტიკურ ცეკვებთან დაკავშირებით. ძალიან გთხოვთ პატივიცემით მიეპყროთ პარლამენტს და პარლამენტის წევრებს და მითითებებს ნუ გაგვიკეთებთ რა ფორმით და რა ტონით ავირჩევთ თქვენთან დისკუსიას. პარლამენტში იმყოფებით და ეს თავისუფლება არის ნამდვილად ჩვენი. მერე საზოგადოებამ შეაფასოს რა არის ცეკვა, რა არის უტიფრობა და რა არის ცინიზმი. თქვენ გეცოდინებათ სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლი, გეცოდინებათ კარგად, იმიტომ რომ ამ მუხლით დააკავეთ ოპოზიციის ლიდერი. ოღონდ ბატონო გიორგი, როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ ყველა აგებს პასუხს სტატუსის მიუხედავად და ამითი აჩენთ ვითომ პრინციპულობას, მაინტერესებს ამ მუხლის ის ნაწილი ხომ არ გაქვთ წაკითხული რომელშიც წერია, რომ ხელუსუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებზე თავდასხმა ისჯება სისხლის სამართლით 4-დან 7 წლამდე? თუ გაქვთ წაკითხული და უნდა გქონდეთ, ისიც კარგად უნდა იცოდეთ, რომ თქვენი პრინციპულობა პირველ რიგში ფარცხალაძეზე უნდა ვრცელდებოდეს, რომელიც თავს დაესხა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირს და წარმომადგენელს. ეს პრინციპულობა და ეს ტონი, რომ ვითომ კანონი კანონობს და ვითომ თქვენ განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა ხართ ამ კანონის გარანტი, გამოიჩინეთ ფარცხალაძესთან მიმართებაში, რომელიც დაასვით ქვეყანას თავზე, რომელიც არის ღია კრიმინალი და ყველაფერს აკეთებს რაც უნდა. მაგრამ თქვენ ფარცხალაძე რაღაც მოგონილი 5000-ლარიანი გირაოთი მიიყვანეთ, მოიყვანეთ, გაასეირნეთ, შეურაცხყოფა მიაყენეთ ამით საზოგადოებას და თურმე ოპოზიციის ლიდერთან იჩენთ პრინციპულობას", - მიმართა ელენ ხოშტარიამ შს მინისტრს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)