|
2018-12-20 17:55:00, 1881 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით დღეს კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელობდა საბჭოს თავმჯდომარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმასთან, მათ შორის ,,პროფესიული განათლების შესახებ" სექტემბერში დამტკიცებულ კანონთან დაკავშირებით და პროფესიული განათლების დუალური საკონსულტაციო საბჭოს თაობაზე. შეხვედრაზე, ასევე გაიმართა პრეზენტაცია ქალთა მეწარმეობის ხელშემწყობი ქვესაბჭოს ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ამასთან, კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა დისკუსია თემაზე ,,კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები". დისკუსიის საბჭოს წევრებმა სხდომის ფარგლებში რამდენიმე აქტუალურ საკითხზე იმსჯელეს. კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო 2016 წლიდან ფუნქციონირებს, მიზანია კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. საბჭოს ძირითადი ფუნქციებია: კერძო სექტორთან კონსტრუქციული დიალოგის წარმოების ხელშეწყობა; კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი (არსებობის შემთხვევაში) ფაქტორების იდენტიფიცირება და განხილვა; კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების საკითხებზე წინადადებების და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; კერძო სექტორის, მათ შორის მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების საკითხებთან დაკავშირებული განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების განხილვა; კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით, განხილვების და დისკუსიების ორგანიზება. საბჭოს, როგორც საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პლატფორმის ფუნქციონირება, მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია კერძო სექტორის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პროცესში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)