|
2018-12-20 13:24:37, 1348 ნახვა
კომენტარი
კირკიტაძე - როდესაც პოლიცია უკანონო ქმედებას ჩაიდენს, უნდა დაემორჩილო - ესეც სტანდარტია, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის
„ნაციონალური მოძრაბის“ წევრმა დავით კირკიტაძემ სასამართლო პროცესზე 16 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. კირკიტაძემ აღნიშნა, რომ გომბორის უღელტეხილზე პოლიციის მითითებას დაემორჩილა და თელავში გურჯაანის გავლით გაემგზავრა, თუმცა მისივე თქმით, ამის შემდეგ ველისციხეში გააჩერეს, სადაც პოლიცია უკანონოდ მოქმედებდა. „როდესაც პოლიცია მოვა და უკანონო ქმედებას ჩაიდენს, მას წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიო, ესეც სტანდარტია, ოღონდ ჩრდილოეთ კორეის, რუსეთის და იმ ქვეყნების, რომელ ქვეყნებშიც ცხოვრება მე არ მინდა და არ უნდა იმ ხალხს, რომელიც ერთი რიგის იქით ზის. რაც შეეხება პოლიციას, ერთი საათით ადრე მე ჩემი კუთვნილი ავტომობილით გავჩერდი, რადგან თბილისიდან თელავამდე უმოკლესი გზა არის გომბორის გზა. გავჩერდი მივედი და ცივილურად მიმითითეს, რომ გურჯაანის გავლით არის მოძრაობა, დავემორჩილე მათ, როგორც სრული ჩვენი კოლონა და წამოვედი გურჯაანის მიმართულებით, რაც დაგვხვდა ველისციხეში ის იყო უკანონობა“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. ცნობისთვის, დავით კირკიტაძეს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ინაუგურაციის დღეს ველისციხეში მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და დაუმორჩილებლობას ედავებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)