|
2018-12-16 17:20:40, 1333 ნახვა
კომენტარი
გახარია: პოლიციელის, ჟურნალისტის უფლებებსაც სჭირდება დაცვა და ხანდახან მინდა ეს გავახსენო სახალხო დამცველს
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა - გიორგი გახარიამ თელავში, პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. შინაგან საქმეთა მინისტრი სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა. "სახალხო დამცველს ასევე მინდა მოვუწოდო, რომ ასევე მიაქციოს ყურადღება თვითონ აქციის მონაწილეები როგორ იქცევიან და ზოგჯერ პოლიციის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებებსაც სჭირდება დაცვა და ხანდახან მინდა ეს გავახსენო მათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს ჰქონდათ ყველანაირი საშუალება კომფორტული, ჩვენ მათ შევთავაზეთ ავტობუსებით გადმოყვანა და მათი სურვილი იყო ავტომობილებით ბლოკირება თელავის ცენტრის და ინაუგურაციის ჩაშლა. როგორც ჩანს ეს გეგმა ჰქონდათ მათ, რაც ვერ განახორციელეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, დღეს ომბუდსმენმა შსს-ს თელავის მიმართულებით მომიტინგეთა თავისუფლად გადაადგილების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)