|
2015-01-21 16:08:12, 911 ნახვა
საზოგადოება
სააკაშვილმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახების დასახმარებლად ანგარიში გახსნა
„ახლანდელი მთავრობა არც ერთი დაღუპული გმირის ოჯახს მატერიალურად არ ეხმარება“, – ამის შესახებ საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს. სააკაშვილის შეფასებით, საზოგადოების ვალია იმ ქართველი გმირის ოჯახებს აღმოუჩონოს დახმარება, რომლებიც საერთო მტერთან ბრძოლას შეეწირნენ. მიხეილ სააკაშვილმა მის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან სპეციალური ანგარიში შექმნა, სადაც თანხა ჩარიცხა და საზოგადოებას იგივე ქმედებისკენ მოუწოდა. „ რუს აგრესორებთან ბრძოლაში, რომლებიც ამავე დროს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასაც ახორციელებენ, უკრაინაში გმირულად დაიღუპა 2 ქართველი ოფიცერი - ალეკო გრიგოლაშვილი და თამაზ სუხიაშვილი. სამწუხაროდ, ჩვენმა ახლანდელმა მთავრობამ, არა მხოლოდ შეურაცხყოფა მიაყენა ალეკო გრიგოლაშვილის ხსოვნას, არამედ არც ერთი დაღუპული გმირის ოჯახს ის მატერიალურად არ ეხმარება, არადა მათ დარჩათ შვილები და ეს ოჯახები ხელმოკლედ ცხოვრობენ. ექს–პრეზიდენტმა „ფეისბუქის“ გვედზე საბანკო ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნა. მიმღების დასახელება: ა(ა)იპ ფონდი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)