|
2018-12-12 18:28:48, 1474 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: 2019 წელს სკოლების ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე მიიმართება 150 მილიონ ლარზე მეტი
2019 წელს სკოლების ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე, ჯამში, მიიმართება 150 მლნ ლარზე მეტი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, უშუალოდ სამინისტროს სისტემის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებულია 135.5 მლნ ლარი. „ამასთან, სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტი ნაწილობრივ გადავიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში, წინა წარდგენასთან შედარებით, გაიზარდა თითქმის 30 მლნ ლარით და სკოლების ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე ჯამში მიიმართება 150 მლნ ლარზე მეტი, რაც 2.5-ჯერ აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა, არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ, მზადდება განათლების რეფორმა, რომლის განხორციელების შემდეგ, მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს ქვეყანაში განათლების ხარისხი, რაც საბოლოოდ, ადამიანური რესურსების განვითარებას უზრუნველყოფს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)