02:24 - 29 May, 2026
|
2018-12-12 16:43:53, 1724 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: ზოგადი განათლების დაფინანსება 750.5 მილიონ ლარამდე იზრდება
ზოგადი განათლების დაფინანსება 750.5 მლნ ლარამდე იზრდება - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. მისი თქმით, ზრდა მიმდინარე წელთან შედარებით 48.0 მლნ ლარია. „წინა წარდგენასთან შედარებით, ზრდა შეადგენს 11 მლნ ლარს, მათ შორის, დამატებითი რესურსი მოხმარდება მანდატურთა ხელფასების ზრდას, განათლების რეფორმის ფარგლებში ელექტრონული რესურსების შექმნას, ასევე გამყოფი ხაზის მიმდებარე სკოლების პედაგოგთა ანაზღაურების ზრდას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. ივანე მაჭავარიანის თქმით, პროფესიული განათლების დაფინანსებაზე მიიმართება 49.0 მლნ ლარამდე, მათ შორის, გათვალისწინებულია მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 30%-ით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)