|
2018-12-11 18:12:20, 1344 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე - ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მთის ფაკულტეტი შეიქმნება
მთის განვითარების სტრატეგია მხოლოდ ზოგად თეზისებს არ მოიცავს; მასში გაწერილია ისეთი კონკრეტული პროექტები, როგორიცაა, მაგალითად, წალკის, დმანისისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში რძის გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობა; ყაზბეგში თაფლის წარმოების ხელშეწყობა, ფშავ-ხევსურეთში დაცული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის წახალისება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთის განვითარების სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა. გარდა ამისა, პრემიერის თქმით, სტრატეგიაში გათვალისწინებულია მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადება, ტრადიციული ხის ნაკეთობების წარმოების ხელშეწყობა, ტყის ნარჩენების გადამუშავების ხელშეწყობა და ენერგოეფექტური ბრიკეტების და პალეტების წარმოება. „ტურიზმი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ საქართველოში მთაში ტურიზმი იყოს ოთხივე სეზონზე, შესაბამისად, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარება თავის მხრივ ხელს შეუწყობს ისეთი კონკრეტული პროექტების განხორციელებას, როგორიცაა, თუშეთში ციხე-სოფელ ძველი დიკლოს აღდგენა, ფარავნის ტბის სათავე ნაგებობის მოწყობა, მესტიისა და უშგულის განახლება, ონში ახალი მუზეუმის მშენებლობა", - განაცხადა პრემიერმა. ამასთან, მამუკა ბახტაძის განმარტებით, მთის სახელმწიფო პოლიტიკის შეუქცევადობის და მომავალში კიდევ უფრო მეტი რესურსის შესაძენად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნება მთის ფაკულტეტი, რომლის სასწავლო პროგრამა იქნება ადეკვატური მსოფლიოს მასშტაბით არსებული სხვა მსგავსი სასწავლო პროგრამებისა და მთის საჭიროებებს და იქ მცხოვრებთა პრობლემებს უპასუხებს.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)