13:06 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-11 10:41:22, 549 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პრაქტიკული სახელმძღვანელოს „ღვინის მეგზური“ პრეზენტაცია გამართა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა საოჯახო მარნების მეპატრონეებისთვის ტრენინგები დაიწყო.

ღვინის დაჭაშნიკების ძირითადი წესები, ღვინისა და კერძის კომბინირების პრინციპები, ტურისტებისთვის ქართული ღვინის წარდგენისა და სუფრაზე ღვინით მომსახურების წესები - ის ძირითადი თემებია, რომლებსაც საოჯახო მარნების მეპატრონეები გადიან.

ტრენინგის მსვლელობას ქედაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი გაეცნენ. მათ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და  ქედის ტურისტულ პოტენციალსა და მისი განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრეს. ასევე, დაათვალიერეს ნოდარ შერვაშიძის მარანი და ვენახები, სადაც წლის განმავლობაში ტურისტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან მასპინძლობენ. სულხან ღლონტმა ტრენინგის მონაწილეებს ღვინის პრაქტიკული სახელმძღვანელო გააცნო.

„ქედის ტურისტული მარშრუტი, განსაკუთრებით კი ღვინის ტური აქტუალურია ტურისტებს შორის. გასულ წელს, ამ მიმართულებით ვიზიტორების 207%-იანი ზრდა გვქონდა. ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ჩვენ წელს პირველად დავიწყეთ ამ ბიზნესში ჩართული მარნებისა და საოჯახო სახლების მეპატრონეების გადამზადება, ასევე გამოვეცით ღვინის პრაქტიკულის სახელმძღვანელო, რომელიც ერთგვარი გზამკვლებია გიდებისა და ღვინისმოყვარულთათვის. წიგნში მოთხრობილია ღვინის დაყენების ტექნოლოგიები, ქართული ვაზისა და ღვინის ისტორია, ღვინის დაგემოვნების ხელოვნება და კერძებთან მისი შეხამება. მარნების მეპატრონეებისთვის და ბუნებრივია, ღვინის ტურის მიმართულებით გადამზადებული გიდებისთვის ამ საკითხების ცოდნა უმნიშვნელოვანესია,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

ტრენინგს ქართველი სომელიე, ღვინის სკოლა-სტუდიის „კაბისტონის“ დამფუძნებელი ქეთი ჯურხაძე უძღვება. ქედის შემდეგ ტრენინგებს ბათუმში კვების ობიექტების მეპატრონეებიც გაივლიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტრენინგებს ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ატარებს. 2012 წლიდან დღემდე, დეპარტამენტმა სექტორში დასაქმებული 2700-ზე მეტი მოქალაქე გადაამზადა, მათ შორის არიან გიდები, კვებისა და განთავსების ობიექტების, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics