|
2018-12-10 17:14:33, 1382 ნახვა
ეკონომიკა
მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებზე, რომლებიც საქართველოში რეგიონულ ოფისებს გახსნიან, უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება
საერთაშორისო კომპანიებსა და მსხვილ ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოში რეგიონულ ოფისებს გახსნიან, უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ თანხვედრაშია მთავრობის სტრატეგიასთან, საქართველო გახდეს ცენტრი ფართო რეგიონისთვის. „საერთაშორისო კომპანიებზე, მსხვილ ტრანსნაციონალურ ორგანიზაციებზე, მათ შორის მსოფლიოს 500 უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენლებზე, თუ ისინი საქართველოში გახსნიან ოფისებს და საქართველოდან მოემსახურებიან რეგიონს, უნიკალური საგადასახადო შეღავათები გავრცელდება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ იმისთვის, რომ საქართველო გავხადოთ რეგიონული ცენტრი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)