|
2018-12-05 13:16:56, 1851 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში ქურთუკების ფაბრიკა აშენდება
საქართველოში ქურთუკების ფაბრიკა 2019 წელს აშენდება. ამის შესახებ, ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ფორუმის ფარგლებში იმსჯელეს. ფორუმში საქართველოს დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა. ფორუმის ფარგლებში, ქართულ დელეგაციას ოფიციალური მიღება ძიანგსის პროვინციის ვიც-გუბერნატორმა და ტექსტილის საწარმოო ქალაქ კუნცინის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა მოუწყვეს. მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების პროცესზე, კერძოდ კი, საქართველოში ქურთუკების საწარმოს გადმოტანის შესახებ იმსჯელეს და სამოქმედო გეგმა დასახეს. "საქართველო ჩინეთის სტრატეგიული და სანდო პარტნიორია. ძიანგსის პრვინციასთან კი განსაკუთრებული ურთიერთობები ყალიბდება. „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად ჩვენ ვმსჯელობთ საინტერესო ბიზნეს პროექტების განცხორციელების დეტალებზე, მათ შორის ერთერთი სწორედ, ქურთუკების საწარმოა, რომელიც გრძელვადიანი მოლაპარაკებებისა და ჩვენი პარტნიორული ურთიერთობის შედეგია“,- განაცხადა კუნცინის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ვან სენ ფენმა. საქართველოს დელეგაციის წევრებმა ძიანგსის პროვინციის ქალაქ კუნცინის სამკერვალო წარმოება დაათვალიერეს, რომელიც ჩინეთის ბაზრის 60%-ს ამარაგებს და მსფლიოში ცნობილი ბრენდების შეკვეთებს ასრულებს. "ჩვენ მალე დავიწყებთ ტყიბულში ანალოგიური ქარხნის მშენებლობას. ჩინური საწარმოს საქართველოში გადმოტანა ევროპის ბაზარზე გასვლის ერთადერთი კონკურენტული გზაა და ვფიქრობ მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების გარანტიც. საქართველოში წარმოებული პროდუქციით ჩვენ მსოფლიოს ბაზარს მოვამარაგებთ. საწარმოში უკვე ვკერავთ 2019 წლის კოლექციას“,- განაცხადა კუნცინის საექსპორტო სამკერვალო წარმოების დირექტორმა ლიუ ჩანმა. საქართველოში დამზადებული მსოფლიო ბრენდების ქურთუკები მეიდინ ჯორჯიას სახელით საერთაშორისო ბაზარზე გამოჩნდება. ტყიბულში საწარმოს მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება. ჩინეთში გადამზადების შემდეგ საწარმოში 300-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)