23:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-01 14:45:27, 1507 ნახვა

კომენტარი
ზაზა სარალიძე - 1 წელი გავიდა და იმის მაგიერ, რომ საქმე გამოიძიონ, ცდილობენ ტალახი ესროლონ ჩემ გარდაცვლილ შვილს

„1 წლის განმავლობაში არც მკვლელები არიან დასჯილი და იმის მაგიერ რომ საქმე გამოიძიონ, ცდილობენ ჩემ ოჯახს ტალახი ესროლონ“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.

„დღევანდელი დღეს არის იმ ტრაგედიის გაასმაგება, რაც მოხდა ერთი წლის წინ. ლაპარაკიც მიჭირს ამ თემაზე იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი დღის სწორს, ბოლოს ველაპარაკე ჩემ შვილს დილის საათებში და მის მერე მისი ხმა არც გამიგონია. 1 წლის განმავლობაში როგორც ვხედავთ არც მკვლელები არიან დასჯილი და იმის მაგიერ რომ საქმე გამოიძიონ სრულყოფილად, პირიქით მთელი საზოგადოების ნაწილი და ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს რომ ტალახი ესროლონ ჩემ გარდაცვლილ შვილს და პირადად ჩემ ოჯახს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობიდან ხორავას ქუჩის მიმართულებით მსვლელობა იმართება.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics