|
2018-11-30 15:09:17, 1986 ნახვა
ეკონომიკა
ვახტანგ ჭარაია: ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა დაგეგმილ 5%-ს გადააჭარბებს და 5.5-6%-ის ფარგლებში იქნება
„ოქტომბრის ეკონომიკურმა ზრდამ 6.7% შეადგინა. ეს ჯერ კიდევ არ არის ჩვენი ეკონომიკის მაქსიმუმი. იმის გათვალისწინებით, რომ ნოემბერი და განსაკუთრებით დეკემბერი ყოველთვის მაღალაქტიური პერიოდია, ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა დაგეგმილ 5 პროცენტს გადააჭარბებს და 5.5 - 6 პროცენტის ფარგლებსი იტრიალებს და რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება”, - ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა. მისი განცხადებით, იმ ფაქტორებს შორის რომლებმაც ოქტომბრის ეკონომიკურ ზრდას შეუწყვეს ხელი აღსანიშნავია: "ექსპორტის ზრდა - 15 პროცენტით; ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა - 14.1% და ფულადი გადმორიცხვების ზრდა წინა თვეებში, აგრეთვე სხვა შედარებით მცირე თუმცა წინსვლები. რაც შეეხება დარგობრივ გადანაწილებას, ყველაზე მეტად ამ პერიოდში გაიზარდა: საფინანსო საქმიანობა, უძრავი ქონება, და დამამუშავებელი მრეწველობა. ამასთან, ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევად კვლავინდებურად რჩება დაბალი ინკლუზიურობა, რაც ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს", - განაცხადა ჭარაიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)