13:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-30 11:57:06, 2910 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც ქერჩის სრუტეში რუსეთის ქმედებებს გმობს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ქერჩის სრუტეში უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების წინააღმდეგ რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებს გმობს.

რეზოლუციის ავტორები სენატორები რონ ჯონსონი და კრის მიორფი არიან. ჯონსონის თქმით, ის მოხარულია, რომ ამერიკის სენატმა ხსენებული რეზოლუცია ერთხმად მიიღო და ამ ფორმით უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. გარდა ამისა, სენატორის შეფასებით, რუსეთი საკუთარი ქმედებებით "დასავლეთის გამოცდა" უნდა.

რაც შეეხება მეორე სენატორს, კრის მიორფის მტკიცებით, ამ რეზოლუციით ამერიკა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მკაფიო მესიჯი გაუგზავნა, რომ მისი აგრესიული ქმედებები აზოვის ზღვაში მხარდაჭერას ვერ ჰპოვებს მსოფლიოს მხრიდან.

დოკუმენტში კონგრესმენები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუბრუნონ უკრაინას ხომალდები და გაათავისუფლონ დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები. ამასთან, რეზოლუციაში ხაზგასმით ნათქვამია, რომ აშშ არ სცნობს ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის მიერ ანექსიას და ოფიციალური ვაშინგტონი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics