23:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-29 22:12:50, 2029 ნახვა

კომენტარი
„სააკაშვილმა საქართველოსთან კავშირი დაკარგა, ის დღეს უცხოელია“ - ზურაბიშვილი სააკაშვილს მოქალაქეობას არ მისცემს

მეეჭვება მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა მივცე,- ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბიშვილის შეფასებით, სააკაშვილმა ქვეყანასთან კავშირი დაკარგა.

"მეეჭვება მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა მივცე. პირველ რიგში საჭიროა იმ სისხლის სამართლის საქმეებში გარკვევა, რომელიც მის წინააღმდეგაა აღძრული და მართლმსაჯულების აღსრულების საკითხია უპირველეს ყოვლისა. აშკარა პრობლემაა მის განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც მან გუშინ და დღეს გააკეთა. ის მოუწოდებდა პოლიციელებს და სამხედროებს ვიღაცის მხარე დაეჭირათ. მან ამ ქვეყანასთან კავშირი დაკარგა. დღესდღეობით ის უცხოელია, რომელიც ქვეყანაში ხალხს ვითარების დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებს. ამ ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება არასტაბილურობა. ხმები, რომელიც ხალხმა გუშინ მომცა - ეს სტაბილურობისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის მიცემული ხმებია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics