|
2018-11-28 22:27:26, 1648 ნახვა
კომენტარი
დავით ბერძენიშვილი: ივანიშვილის დაღმასვლა დაწყებულია
„ბიძინა ივანიშვილის დაღმასვლა დაწყებულია და ამ დაღმასვლის დამადასტურებელი არის ეს გამოღლეტილი, მითვისებული ხმები, რომელიც საკუთარ კანდიდატს გამოუწერა“, - ასე გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, დავით ბერძენიშვილი ეგზიტპოლების პირველად შედეგებს. როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, გრიგოლ ვაშაძისნაირი ძლიერი ოპოზიციური კანდიდატი საქართველოში ჯერ არ ყოფილა. ამასთან, მისი შეფასებით, მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო არჩევნებში „გამოცდა ვერ ჩააბარა“. „ძალიან პირობითად შეგვიძლია ჩვენ ამას დავარქვათ არჩევნები, რომელიც დღეს ჩატარდა. ერთის მხრივ, ამდენი ხნის განმავლობაში ასეთი კონკურენცია საქართველოში არამარტო საპრეზიდენტო, არამედ არცერთ არჩევნებში არ ყოფილა. ასეთი ძლიერი ოპოზიციის კანდიდატი არასოდეს არ ყოფილა 90-იანი წლებიდან მოყოლებული. პირველი ადგილი ყოველთვის გარკვეული იყო და ბრძოლა იყო მეორე ადგილისთვის და ამ ვითარებაში გრიგოლ ვაშაძემ ძალიან ღირსეულად წარმართა მისი კამპანია. იყო ძალიან კვალიფიციური კანდიდატი. როგორი იქნება საბოლოო შედეგი ამას ვნახავთ. ხელისუფლებამ ვერ ჩააბარა გამოცდა, პრაქტიკულად ძალიან ბინძური საარჩევნო კამპანია აწარმოა. ეს იყო ზიზღზე აგებული კამპანია მათი მხრიდან და ასეთ ვითარებაში სრულიად მკაფიო არის, რომ სასტარტო პოზიცია ქართულ დემოკრატიულ ოპოზიციას აქვს ძალიან მაღალი“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. ცნობისთვის, 20:00 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების პირველადი შედეგები გამოქვეყენდა. ორივე ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. Edison research - სალომე ზურაბიშვილი 55% / გრიგოლ ვაშაძე 45% Gallup International - სალომე ზურაბიშვილი 58% / გრიგოლ ვაშაძე 42%
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)