22:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-23 12:51:31, 1512 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე - შესანიშნავი ძილისპირული მოგვიწყო „ოცნებამ“, ამდენი ბავშვობაში ცირკშიც არ მიცინია

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა, სადაც სავარაუდოდ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და  „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის საუბარია ასახული.

ვაშაძემ ჩანაწერს „დამონტაჟებული და სასაცილო“ უწოდა.

„შესანიშნავი ძილისპირული მოგვიწყო გუშინ ე.წ ქართულმა ოცნებამ. ამდენი ბავშვობაში ცირკშიც არ მიცინია. არ ვიცი ამას ვინ ამონტაჟებს. ხმის მონტაჟის სპეციალური კურსები არსებობს, ჩაეწერეთ, რომ ქართველები სიცილით არ დახოცოთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

უკრაინული ვებგვერდი zdes.com.ua აუდიოჩანაწერს ავრცელებს, სახელწოდებით „სააკაშვილის ახალი რევოლუცია“. ვებგვერდის ინფორმაციის მიხედვით, ჩანაწერში სავარაუდოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის საუბარია ჩაწერილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics