|
2018-11-22 18:38:34, 1128 ნახვა
კომენტარი
სალაძე - ის, რომ წყაროს არ სურს ღიად ისაუბროს, უფრო მასშტაბურ პრობლემაზე მიუთითებს, ვიდრე ხელისუფლებას წარმოუდგენია
„არასამთავრობო ორგანიზაციები რომელიც წლებია უფლებადამცველ საქმიანობას ვეწევით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ ვართ ვალდებული, ღიად განვაცხადოთ წყაროს შესახებ“, - ასე ეხმაურება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადებასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. როგორც სალია აცხადებს, ის რომ წყაროს არ სურს ღიად ისაუბროს საკითხის შესახებ, უფრო დიდ და მასშტაბურ პრობლემაზე მიუთითებს. „იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში არ ვიმყოფები და ვერ ვპასუხობ მედიის ზარებს, მსურს ბოლო დროინდელ მოვლენებს წერილობით გამოვეხმაურო. მხედველობაში მაქვს საიას, საერთაშორისო გამჭვირვალობის და სამართლიანი არჩევნების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომელიც სავარაუდო ყალბი პირადობის მოწმობების საქმეს ეხება. პირველ რიგში მინდა შევეხო წყაროს გამხელაზე უარის თქმის საკითხს და ავღნიშნო, რომ ორგანიზაციები რომელიც წლებია უფლებადამცველ საქმიანობას ვეწევით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ ვართ ვალდებული ღიად განვაცხადოთ წყაროს შესახებ. უფრო მეტიც, კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ წყარო დაცული იყოს და მას უსაფრთოხების გარანტია ჰქონდეს; ის რომ წყაროს არ სურს ღიად ისაუბროს საკითხის შესახებ, ეს უფრო დიდ და მაშტაბურ პრობლემაზე მიუთითებს ვიდრე ხელისუფლებას წარმოუდგენია. წლების განმავლობაში, სასამართლოს და პროკურატურის მიმართულებით არსებული გამოწვევების ერთგვარი გაგრძელებაა ის რასაც ახლა ვხედავთ. ჩავარდნილი რეფორმების ფონზე სრულიად ბუნებრივია, რომ ადამიანებს არ აქვთ ნდობა საგამოძიებო თუ სასამართლო ორგანოების მიმართ და ღიად საუბარს ერიდებიან; მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება გუშინ დაიწყო, იუსტიციის მინისტრი უკვე აცხადებს, რომ სავარაუდო შემთხვევა რაზეც ორგანიზაციები საუბრობენ ტყუილია. ასეთ დროს, ცხადია რთულია გქონდეს მოლოდინი, რომ არსებობს პოლიტიკური ნება საქმის გამოძიების თაობაზე; 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ნათლად აჩვენა, კონკრეტული ჯგუფები, მათ შორის მმართველ ძალასთან ასოცირებული და რაც ყველაზე სამწუხაროა მაღალი თანამდებობის პირები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაცია მოხდეს. ბოლო ორი დღის განმავლობაში, ბრიუსელში არაერთ შეხვედრასა და საინტერესო ღონისძიებაზე მომიწია ყოფნა. სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით, არაფორმალური მმართველობის, მართლმსაჯულების, ელიტური კორუფციის და მედიაში არსებული პრობლემების პარალელურად, უკვე ღიად საუბრობენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე. დღეს, ბრიუსელში, პირველად მოვისმინე საქართველოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით პარალელების ისეთ ქვეყნებთან გავლების თაობაზე, ვისთან ერთადაც სულ რამდენიმე თვის წინ არც კი განვიხილებოდით ერთ კონტექსტში. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი დროებითია და არჩევნების შემდეგ ბევრი რამე შეიცვლება უკეთესობისაკენ“, - აცხადებს სულხან სალაძე.
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)