05:17 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 12:59:14, 526 ნახვა

საზოგადოება
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტრო მუშაობის 24-საათიან რეჟიმზეა გადასული.  ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, ასევე საბიუჯეტო დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელები.

ფინანსთა მინისტრმა დედაქალაქის მერის მოადგილისგან გიორგი ხელაიასგან მოისმინა ინფორმაცია ამჟამად არსებული ვითარების შესახებ.

როგორც მინისტრმა განაცხადა, სამინისტრო დღეს უკვე მზადაა, ზარალის საბოლოო ოდენობის დადგენამდე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს 10 მლნ ლარი“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ასევე, ფინანსთა სამინისტრო თხოვნით მიმართავს ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს, დღეს განაახლონ მუშაობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, არ შეფერხდეს გადარიცხვები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics