13:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-21 12:07:00, 2645 ნახვა

მსოფლიო
ინტერპოლის პრეზიდენტი კიმ ჩონ იანგი გახდა

ინტერპოლის პრეზიდენტად სამხრეთ კორეის წარმომადგენელი კიმ ჩენ იანგი აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაცია ინტერპოლის Twitter-ზე ვრცელდება. 

კიმ ჩენ იანგი ინტერპოლის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო. მისი არჩევა დუბაიში, ორგანიზაციის რიგით 87-ე სესიაზე მოხდა. 

აღნიშნულ პოსტზე მისი მთავარი მოწინააღმდეგე რუსი გენერალ-მაიორი, ალექსანდრ პროკოპჩუკი იყო. პროკოპჩუკის კანდიდატურის წამოყენებას სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან ნეგატიური შეფასება მოჰყვა. მაგალითად ლიეტუვა, ესტონეთი და უკრაინა პროკოპჩუკის არჩევის შემთხვევაში ინტერპოლის დატოვებით იმუქრებოდნენ. 

ინტერპოლის ახალი პრეზიდენტის დანიშნვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 5 ოქტომბერს მისი გაუჩინარების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მოგვიანებით დადგინდა, რომ 64 წლის მენ ჰუნვეი ჩინეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა. ჩინეთი აცხადებს, რომ ის ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics