|
2014-12-31 18:05:04, 3999 ნახვა
სხვადასხვა
2015 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ლურჯი თხის წელია
ეს წელი ხის სტიქიას განეკუთვნება. ვინაიდან ხე, ჩინური ტრადიციების მიხედვით სიუხვეს, აყვავებას, ჰარმონიას, რომანტიზმს უკავშირდება, 2015 წელს სწორედ ეს თვისებები წამოიწევს წინ. წლის სტიქიის ფერი, ლურჯი – ამ წელს სიმშვიდესა და სიღრმისეულობას სძენს. ასტროლოგები პროგნოზირებენ. თხის წელიწადი ცხენის წელიწადთან შედარებით ბევრად მშვიდი და გაწონასწორებული იქნება. თხას არ უყვარს კონფლიქტები და დაპირისპირებები, სწორედ ეს იძლევა იმის ვარაუდს, რომ 2015 წელს მსოფლიო დამშვიდდება, ნაკლებად იქნება ღია მასშტაბური დაპირისპირებები, ომები. როგორ მოვემზადოთ ახალი წლისთვის. ახალ წლამდე აუცილებელია სახლის გენერალური დალაგება. შეამოწმეთ რომ სახლში ყველაფერი მუშაობდეს, საათიდან დაწყებული სანტექნიკამდე. ახალ წელს მოწესრიგებულები უნდა დავხვდეთ. როგორ მოვრთოთ სახლი საახალწლოდ. ვინაიდან 2015 წლის სტიქია ხეა, ამიტომ ხის თხის წლის შემობრძანებამდე სასურველია მთელ სახლში გამოვდგათ ხის სკულპტურები, სტატუეტები, სუვენირები, ლარნაკები. ინტერიერი გააფორმეთ თხის/ცხვრის სურათებით, თხის ან ცხვრის რბილი სათამაშოებით. სასურველია, ნაძვის ხის სათამაშოები ამ წლის ფერების მიხედვით იქნეს შერჩეული. რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს თხა– არისტოკრატული, თუმცა, ამადროულად მოკრძალებული ნიშანია. ჩაცმულობის სტილის მიმათ მაინცდამაინც რაიმე შეზღუდვა ამ წელს არ არის, ანუ შეგიძლია ჩაიცვათ როგორც მკაფიო, ეფექტური ტანსაცმელი, ასევე გამოიყურებოდეთ სადად. სასურველია, თუ ლურჯის, ცისფრის ან მწვანე ფერის რაიმე დეტალი გექნებათ ტანისამოსში ან სამკაულში. ასევე თხის ბუნებრივი ფერები– შავი, თეთრი და ნაცრისფერი. მანდილოსნები კარგი იქნება თუ თმას დაიხვევენ(ბეკეკას საპატივცემულოდ). რაც შეეხება აქსესუარებს, სასურველია ხის აქსესუარები და სამკაულები. არანაირი იაფფასიანი მძივები და ბიჟუტერია. როგორი უნდა იყოს თხის/ცხვრის გამოსახულება თხის ან ცხვრის გამოსახულების ყიდვისას, სასურველია ისეთი ფიგურის შეძენა, რომელიც ნატურალური ნედლეულისგან – ხის, კერამიკის, ან ქსოვილისგან იქნება დამზადებული, საუკეთესო შემთხვევაში – საკუთარი ხელით გაკეთებული. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს შავი –უმჯობესია მწვანე, ლურჯი, ცისფერი. აუცილებელი პირობაა, ფიგურა იყოს მხიარული, ჰქონდეს კეთილი გამომეტყველება. როგორ და სად შევხვდეთ ახალ წელს გაითვალისწინეთ, რომ თხას უყვარს ორიგინალურობა და არაორდინალურობა. სურვილის შემთხვევაში თხის წლის შეხვედრა სასიკეთო იქნება აგარაკზე ან სოფელში, მეგობრებისა და ახლობლების წრეში და არა უცნობებთან. სასურველია სახლის მშვიდ გარემოში და არა რესტორანში. როგორ გავაწყოთ საახალწლო სუფრა სადღესასწაულო სუფრისთვის მზადება დაიწყეთ იმით, რომ საახალწლო სუფრაზე პირველად დადეთ ლარნაკში მოთავსებული ნაძვის (ან ხის) ტოტი. ნაძვის ტოტზე აუცილებლად ჩამოკიდეთ პატარა თხის ან ცხვრის სათამაშო. სუფრაზე ძირითად კერძებთან ერთად აუცილებელია გქონდეთ დიდი ოდენობით ვეგეტარიანული კერძები, სალათები, ხილი. საკვებ რაციონში მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნული კერძები, რძის ნაწარმი და აუცილებლად გოგრა, როგორც სიმდიდრისა და დოვლათის სიმბოლო. მოამზადა ანდრეა მშვილდაძემ
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)