|
2018-11-19 16:41:11, 1609 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი: არ მჭირდება პლაკატებზე ავიტანო ჩემი ხედვა „ნაციოალური მოძრაობის“ მიმართ
„მე არ მჭირდება პლაკატებზე ავიტანო ჩემი ხედვა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. მე, ჩემი ხედვა გამოვთქვი იპოდრომზე 2005 წელს და ეს არ შეცვლილა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურანლისტებს განუცხადა. ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო ბანერების შესახებ დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა. „ორ რამეს ვიტყვი. ჯერ ერთი, ამ დღეებში არ არის დაწყებული აგრესიული კამპანია, ეს დაიწყო ორ თვე ნახევრის წინ ჩემს წინააღმდეგ, რასაც არ ვიცი თქვენ როგორ აფასებთ. მეორე, მე არაფერს ვაფასებ. ჩემი წილი კამპანიის პირველი დღიდან არის ევროპული კამპანია და ეს გრძელდება. მე არ მჭირდება პლაკატებზე ავიტანო ჩემი ხედვა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. მე ჩემი ხედვა გამოვთქვი იპოდრომზე 2005 წელს და ეს არ შეცვლილა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო ახალი ბანერები „არა ნაცებს, არა ბოროტებას“ გამოჩნდა, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნები არიან გამოსახული, კერძოდ: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, დათა ახალაია, ზურაბ ადეიშვილი, ნიკა გვარამია, მეგის ქარდავა და გრიგოლ ვაშაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)