|
2018-11-19 14:49:29, 1832 ნახვა
ეკონომიკა
„ქართული ლუდის კომპანია“ პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში, 2019 წლიდან დაიწყებს
„ზედაზენისათვის“ ჩინეთის ბაზრის კარი გაიღო. სს „ქართული ლუდის კომპანია“ პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში 2019 წლიდან შეუდგება. ბიზნეს შეთანხმება უკვე გაფორმებულია. მხარეებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო დეტალების შეთანხმება ჩინეთში, ქალაქ შანხაიში გამართულ China International Import Expo-ზე (CIIE) მოხდა, სადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ქართული 52 კომპანია მონაწილეობდა. გამოფენის ფარგლებში რამდენიმე ხელშეკრულება დაიდო და ქართველმა მწარმოებლებმა საერთაშორისო მსხვილ კომპანიებთან მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარეს. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ შანხაიში 5-10 ნოემბერს გამართულ უმსხვილეს საერთაშორისო იმპორტის გამოფენას ქართული კომპანიებისათვის წარმატებულად აფასებს. სააგენტოს მონაცემებით, ჩინურ მხარესთან დღეის მდგომარეობით უკვე გაფორმებულია 20 მლნ დოლარის ხელშეკრულებები.
(R) .
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)