|
2018-11-19 13:59:49, 2051 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: მომავალში „უპრაგონოდ“ სესხები აღარ გაიცემა - განულება ერთჯერადი აქტია
„დღეიდან, ვერც საფინანსო ინსტიტუტები შეძლებენ ასე იოლად და ასე „უპრაგონოდ“ დაკრედიტებას და ვერც ფიზიკური პირები შეძლებენ სესხების აღებას. შესაბამისად, სუფთა ფურცლით იწყება ეს ყველაფერი“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გაანცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული ინიციატივა შემაცირებს ჭარბვალიანობას და შეიქმნა იმისთვის, რომ შეიცვალოს თამაშის წესები. „ჩვენ ვამბობთ ასეთ რაღაცას, იყო უპასუხისმგებლო დაკრედიტება, არ ხდებოდა შემოწმება ადამიანის შემოსავლის, ხდებოდა დიდი ჯარიმებისა და პროცენტები დარიცხვა, შემდეგ შემოვიდა ამის რეგულაციები და ამის შეზღუდვა, პასუხისმგებლიანი დაკრედიტება, ანუ ჩვენთვის ეს არის პრაქტიკულად ამოსავალი წერტილი. დღეიდან, ვერც საფინანსო ინსტიტუტები შეძლებენ ასე იოლად და ასე „უპრაგონოდ“ დაკრედიტებას და ვერც ფიზიკური პირები შეძლებენ სესხების აღებას. შესაბამისად, სუფთა ფურცლით იწყება ეს ყველაფერი და შემდგომში პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა გაიზიაროს, ანუ მომავალში აღებული სესხი, რომელიც უკვე ნორმალური, ცივილიზებული, ევროპული წესით იქნება დადგენილი. ამას არავინ წაახალიასებს, ეს არის ერთჯერადი აქტი, მიბმული არის ზუსტად იმასთან, რომ თამაშის წესები რამენაირად შეიცვალის, მომავალი თამაშის წესები გამორიცხავს უპასუხისმგებლო დაკრედიტებას და ასეთი დოზით ჭარბვალიანობას, მეორე თუ ვინმე სამომავლოდ მაინც მოხვდება „შავ სიაში“, არ ნიშნავს, რომ მასთან ვიღაცა მივა და გადაუხდის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. შეგახსენებთ, საქართველოს 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ბანკებთან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან არსებული ფინანსური დავალიანება გაუნულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)