|
2018-11-19 13:26:24, 2495 ნახვა
ეკონომიკა
მოქალაქეებს სპეციალურ ვებგვერდზე შეეძლებათ გაარკვიონ, გაუნულდებათ თუ არა საბანკო დავალიანება
„3 დეკემბერიდან შექიმნება სპეციალური ვებგვერდი, სადაც ადამიანებს შეეძლებათ გაარკვიონ, შეეხოთ თუ არაა საბანკო დავალიანების განულება“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სესხების განულება 15 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბრამდე დასრულდება. „3 დეკემბერიდან შეიქნება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც თითოეულ ადამიანს შეეძლება შევიდეს და ნახოს შეეხო თუ არა ეს ინიციატივა, შემდეგ კი დეტალური ინფორმაციისთვის შეუძლია იმ საფინანსო ინსტიტუტს მიმართოს, ვისგანაც ჰქონდა სესხი აღებული. შესაბამისად ეს ყველაფერი გაირკვევა არაუგვიანეს 3 დეკემბრისა, თუმცა თვითონ ჩამოწერა, ტრანზაქცია 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე განხორციელდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. შეგახსენებთ, საქართველოს 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ბანკებთან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან არსებული ფინანსური დავალიანება გაუნულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)