22:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-19 12:56:43, 1701 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე - თუ გვინდა საბანკო დავალიანებების ჩამოწერა მოხდეს, აუცილებელია გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვოს

„თუ გვინდა რაც დღეს იყო ნათქვამი მართლაც შესრულდეს, ამისთვის აუცილებელია გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვოს არჩევნებში“, - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე, პრემიერი-მინისტრის ინიციატივას.

 „ჩვენ დიდი ხანია მსგავსი ინიციატივა გვაქვს და დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკა არის გაჩერებული იმიტომ, რომ ის ვინც უნდა იყოს ეკონომიკურად აქტიური და უნდა შექმნას ეკონომიკა არასწორი სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე არის გაკოტრებული და ვალშია ყველა. მეორე ჩვენ კონკრეტული შეთავაზებები გვაქვს ამ მიმართულებით. მესამე აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ წარმოიდგინეთ ჯერ კიდევ გამარჯვება საბოლოოდ მოპოვებული არ გვაქვს და უკვე  რამხელა ნაბიჯებზე უწევს ქართულ ოცნებას წასვლა და თუ გვინდა რაც დღეს იყო ნათქვამი მართლაც შესრულდეს ამისთვის აუცილებელია გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვოს არჩევნებში“, - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ბანკებთან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან არსებული ფინანსური დავალიანება გაუნულდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics