|
2018-11-19 10:01:15, 1871 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია აბაშისა და სოფელ მაიდნის მოსახლეობას შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრო გიორგი ქობულია აბაშის მუნიციპალიტეტის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ წინაშე არსებული პრობლემებით დაინტერესდა. მასთან ერთად შეხვედრას დაესწრნენ აბაშის რაიონის მაჟორიტარი პარლამენტარი ოთარ დანელია და აღნიშნული მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია. შეხვედრაზე ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების კერძო სექტორის მართვაში გადასვლის პროცედურის გამარტივებაზე, საბანკო დაკრედიტების სიძვირესა და ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე. აღინიშნა, რომ აბაშაში, რომლის ეკონომიკაც, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო სექტორზეა დამოკიდებული, მნიშვნელოვანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დაუმუშავებელი მიწების კერძო სექტორისთვის გადაცემის საკითხის გადაწყვეტა. შეხვედრაზე აბაშელმა ფერმერებმა აღნიშნეს, რომ ისინი მზად არიან აბაშის სოფლის მეურნეობის სექტორში მეტი ინვესტიცია განახორციელონ, თუკი მათ სახელმწიფო მიწებს სიმბოლურ ფასად გადასცემს. „ჩვენთვის, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია ასეთი მიწების ჩართვა ეკონომიკურ ცხოვრებაში”, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა
(ნს)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)