22:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-17 16:18:23, 2376 ნახვა

კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტს ძალიან ბევრი საქმე აქვს

„ძალიან ბევრი საქმე აქვს პრეზიდენტს, თუ სერიოზულად მიიღებს იმ ფუნქციას და არ ჩაერთვება პოლიტიკაში, რაც მე დღეს ნაკლებად მაინტერესებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ორგანიზაციასთან შეხვედრისას განაცხადა.

„მე მინდა, რომ ეს საზოგადოება შევცვალოთ და ნამდვილად ავაშენოთ ის თანამედროვე, ქართული საზოგადოება, არა რაღაცა „კოპიო“ რომელიმე სხვა ქვეყნის, თანამდეროვე, სამართლიანი და ქართული. ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე, მაგალითად პედაგოგებზე. განათლების გარეშე თანამედროვე საზოგადოება არ იქმნება. ის ძველი საქართველი, რომლიდანაც მე მოვდივარ და რომელზეც ვიღაცეებს აქვთ რაღაც პრეტენზი, რომ ის ენა და ის კულტურა აღარ მოგვწონსო, ის ძველი საქართველო იყო დაფუძნებული სწორედ პედაგოგებზე, მასწავლებლებზე და მათ მიმართ პატივისცემაზე. ეს არ არის მხოლოდ ხელფასის საკითხი. არის ხელფასის საკითხიც, სტატუსის საკითხი საზოგადოებაში, მაგრამ ასევე დამოკიდებულება უნდა იყოს საზოგადოებაში, რომ ისინი, ოჯახებთან ერთად ამზადებენ  მომავალ საქართველოს. იმედი მაქვს, რომ როგორც პრეზიდენტი, მეც თქვენთან ერთად ვითანამშრომლებ ამ საკითხების გადაწყვეტაში. პრობლემები არის, მაგრამ პრობლემა რომ არ იყოს საინტერესოც არ იქნებოდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics